ანემია პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც სისხლში ჰემოგლობინის ოდენობის შემცირება განაპირობებს. ანემიის დროს სისხლძარღვთა სისტემაში მოცირკულირე სისხლის ოდენობა შეიძლება იყოს ნორმალური (ნორმოვოლემია), მომატებული (პიჰერვოლემია) ან დაქვეითებული (ჰიპოვოლემია). ანემია მეორეული წარმოშობისაა და ამა თუ იმ ძირითადი დაავადებით გამოწვეულ სინდრომს წარმოადგენს. ეს დაავადება შეიძლება იყოს ტრავმული სისხლდენა, რკინის ნაკლებობა, ვიტამინ B12-ის დეფიციტი, ფერმენტების უკმარისობა. ანემიურ სინდრომს ახასიათებს საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, თავბრუსხვევა, გულის ფრიალი, სიფერმკრთალე, ასევე, ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და სხვა სისტემების მხრივ.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.