C T

იზ იმ ინ იო ის იშ
ინე ინს ინტ ინფ

ინსულინთერაპია

ინსულინთერაპია ესაჭიროება ტიპი 1 დიაბეტის მქონე ყველა და ტიპი 2 დიაბეტის მქონე ზოგიერთ პირს. ინსულინთერაპიის მიზანია ინსულინის ფიზიოლოგიური გამოყოფის ჩანაცვლება ისე, რომ სისხლში გლუკოზის დონე შენარჩუნდეს სამიზნე დიაპაზონში, თავიდან იქნას აცილებული ჰიპოგლიკემია და მყარი ჰიპერგლიკემია. ინსულინთერაპიის დაწყების გადადება და დროში გახანგრძლივება იწვევს ქრონიკულ ჰიპერგლიკემიას, რაც ზრდის დიაბეტის მწვავე (კეტოაციდოზი, ჰიპეროსმოლარული ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა) და ქრონიკული გართულებების განვითარების რისკს.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9