ინსულინთერაპიის ერთ-ერთი გართულება; ინსულინის ინექციით გამოწვეული ალერგია. ის შეიძლება იყოს ლოკალური – როდესაც ინექციის ადგილას კანი წითლდება და შუპდება და სისტემური – რომლის დროსაც სხეულზე ჩნდება წითელი ლაქები ან თვითშეგრძნება იცვლება გულისცემის და სუნთქვის სიხშირის შეცვლის გამო. ალერგია შეიძლება გამოიხატოს ანაფილაქსიური შოკის სახითაც.
Source: დიაბეტის ლექსიკონი: ტერმინები და მათი განსაზღვრა: ტერმინები, რომლებსაც ხშირად იყენებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ დიაბეტის, მისი გართულებების და სხვა ქრონიკული დაავადებების არსში / რამაზ ყურაშვილი; რედკოლეგია: ნინო არეშიძე-ჭუმბურიძე, მაია ბერიძე, გოგიტა გეგელაშვილი [და სხვა]; წინასიტყვაობა პიტერ შვარცი; დიზაინი პაატა მამფორია.; თბილისი: ევროპის უნივერსიტეტი, 2023 (შპს „ჯეომაქსპრინტი“); 1-ლი გამოცემა.; 120 გვ.; 21 სმ.