შე შვ შთ ში შო შრ
შობ

შობადობის მსოფლიო გამოკვლევა

E. World fertility survey
Rus. Всемирное обследование рождаемости
მსოფლიოსქვეყნების მიხედვით შობადობის არსებული ტენდენციების, რეპროდუქციული ქცევისა და რეპროდუქციული განწყობის შესახებ სანდო და შესადარისი ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების საერთაშორისო პროგრამა.

გამოკვლევის პროგრამა ითვალისწინებდა ქალების გამოკითხვას ტიპური ანკეტის ორი ვარიანტის მიხედვით: მაღალი შობადობის ქვეყნებისათვის და დაბალი შობადობის ქვეყნებისათვის. შერჩევის მოცულობა სხვადასხვა ქვეყნისათვის მერყეობდა ორი ათასიდან ათი ათას ქალამდე.

შობადობის მსოფლიო გამოკვლევის შედეგების საფუძველზე უნდა შემუშავებულიყო: დემოგრაფიული პოლიტიკის პრაქტიკული რეკომენდაციები განვითარებადი ქვეყნებისათვის, შერჩევით გამოკვლევათა სისტემების განვითარების რეკომენდაციები და ეროვნული დემოგრაფიული კადრების მომზადების საკითხები.

შობადობის მსოფლიო გამოკვლევა ჩართული იყო გაეროს მიერ მოსახლეობის მსოფლიო წლის ღონისძიებაში და მისი განხორციელება დაიწყო 1972 წლიდან

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9