| | |
შობადობის კონცეფცია ისტორიული ტიპებისა თანახმად, შობადობის ერთი ტიპი განსხვავდება მეორისაგან არა იმდენად შესაბამისი ქცევის რაოდენობრივი მიზნებით, რამდენადაც უპირველეს ყოვლისა ამ ქცევის მართვის მეთოდებით, მოტივაციის ხასიათით, დემოგრაფიული ურთიერთობების მთელი წყობილებით.
შობადობის კონცეფცია ისტორიული ტიპებისა არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ მდგომარეობას, რომ ტრადიციული ტიპის შობადობისას აუცილებელი არ იყო მოთხოვნილების გააზრება და სუბიექტის მიერ მოქმედებასა და შედეგს შორის კავშირის გაცნობიერება. შობადობის ტრადიციული ტიპისათვის უპირველეს ყოვლისა დამახასიათებელი იყო ბავშვთა შობის წარმართვისა და მშობლებისათვის მის სარგებლობას შორის კავშირის არსებობა.
თვითონ არჩევის იდეა, თავისი ქცევიდან გამომდინარე, შედეგებს შორის კავშირურთიერთობა აბსოლუტურად უცხო იყო ტრადიციული საზოგადოების ადამიანისათვის (ბავშვთა შობის საკითხში). ის აზრი, რომ საკუთარი სურვილის მიხედვით შეიძლება მეტი ან ნაკლები ბავშვების გაჩენა, საერთოდ წარმოუდგენელია თანამედროვე საზოგადოებამდე (მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპამდე) არსებული ადამიანისათვის.
შობადობის კონცეფცია ისტორიული ტიპებისა თანახმად, შობადობის თანამედროვე ტიპამდე ადგილი არ ჰქონდა ბავშვთა შობის შიგაოჯახურ რეგულირებას როგორც მასობრივ მოვლენას. შობადობის თანამედროვე ტიპიდან მოყოლებული ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირება ღებულობს მასობრივ ხასიათს.
შობადობის კონცეფცია ისტორიული ტიპებისა მიხედვით, თანამედროვე ტიპამდე, ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირების არარსებობა და შესაბამისად მაღალი შობადობა ძირითადად გარკვეულ, დაცვით რეაქციას წარმოადგენდა იმ დროს არსებული მაღალი მოკვდაობის წინააღმდეგ. მოკვდაობის შემცირებას მოჰყვა დემოგრაფიულ ურთიერთობათა ცვლილება, ბავშვთა შობის საკითხისადმი მშობლების ცნობიერი დამოკიდებულება და ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირების გავრცელება.
მოცემული კონცეფცია შემუშავებულ იქნა ა. ვიშნევსკის მიერ ძირითადად 1972-1982 წწ.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |