E. Birth controlRus. Контроль рождаемости დემოგრაფიული პოლიტიკის ღონისძიებებით სახელმწიფოს ზემოქმედება შობადობის პროცესზე. ასეთი ზემოქმედების მიზანს ძირითადად წარმოადგენს შობადობის დონისა და მოსახლეობის მატების ტემპის შემცირება. ტერმინი „შობადობის კონტროლი“ გამოიყენება აგრეთვე ოჯახის დონეზე ბავშვთა შობის კონტროლის, მეუღლეების ან ადამიანის მიერ იმ მეთოდების გამოყენების აღსანიშნავად, რომელთა დახმარებითაც წარმოებს ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირება. შობადობის კონტროლი ფართოდ გავრცელდა XX ს. 60-იან წლებში განვითარებად ქვეყნებში. მოგვიანებით აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში ხორციელდება შობადობის კონტროლის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ეფუძნება ოჯახის დაგეგმვის პრაქტიკის გავრცელებას.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)