შე შვ შთ ში შო შრ
შინ

შინამეურნეობა

E. Household
Rus. Домохозяйство
სოციალურ-ეკონომიკური უჯრედი, რომელიც ექვემდებარება ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების, კვების საერთო წესებს და დაკავშირებულია ერთმანეთთან საერთო ბიუჯეტით (მისი ნაწილით), ნათესაური ან არანათესაური ურთიერთობებით, ან ორივეთი ერთად. შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი დამოუკიდებლად მცხოვრები ადამიანისაგან.

გაერო-ს რეკომენდაციების თანახმად, შინამეურნეობის განმარტება ეფუძნება ყოფით წყობას, რომლის ფარგლებში ცალკეული პირები ან ადამიანთა ჯგუფები უზრუნველყოფენ თავის თავს საჭმელით და ცხოვრებისათვის ყოველივე საჭიროთი. შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი, ან რამდენიმე პირისაგან, რომელთაც გაერთიანებული აქვთ თავიანთი შემოსავალი და ერთობლივად ეწევიან მეურნეობას. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ნათესავები. ისევე არანათესავები, ან ერთიც და მეორენიც

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9