აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
ასა ასი

ასაკი ადამიანისა

E. Age
Rus. Возраст человека
ადამიანის სიცოცხლის ესა თუ ის ხანა, პერიოდი დაბადებიდან ნებისმიერ მომენტამდე. განარჩევენ ორგანიზმის ქრონოლოგიურ (კალენდარულ) და ფიზიოლოგიურ (ბიოლოგიურ) ასაკის. ქრონოლოგიური ასაკი იზომება დაბადებიდან გავლილი დროის (ჩვეულებრივ წლების) მიხედვით. ფიზიოლოგიური ასაკი განისაზღვრება ნივთიერებათა მიმოცვლის მდგომარეობით და ორგანიზმის ფუნქციით, აგრეთვე ამ პროცესების შესატყვისობით ადამიანის პოპულაციის ასაკობრივ ნორმებთან.

დემოგრაფიაში ასაკი დროის შუალედია პიროვნების დაბადებიდან ამ პიროვნების აღწერის მომენტამდე. ცნობები ასაკის შესახებ მიიღება მოსახლეობის აღწერებისა და გამოკვლევების დროს გამოკითხვის გზით, აგრეთვე დემოგრაფიული შემთხვევების (ქორწინება, განქორწინება და სხვ.) მიმდინარე რეგისტრაციისას – ძირითადად შესაბამის დოკუმენტებში ჩაწერის საფუძველზე. მოსახლეობის აღწერის პროგრამა ზოგ ქვეყანაში ითვალისწინებს ასაკის რეგისტრაციას დაბადების ზუსტი თარიღის (წელი, თვე, დღე) აღნიშვნით.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9