ნა ნე
ნაბ ნათ ნაყ

ნაბიჭვარი

E. Bastard
Rus. Незаконнорожденный
ქორწინების გარეშე ნაყოლი შვილი ძველ საქართველოში. ნაბიჭვრის მნიშვნელობით „ბუში“, „ბიჭი“, „ცოდვისშვილი“ და „მხევლის შვილიც“ იხმარებოდა. ნაბიჭვარი კანონიერ ანუ „მართალ შვილს“ უპირისპირდებოდა. ყმა ქალის ნაბიჭვარი მის ბატონს ეკუთვნოდა. „დიდებულისა შექმნილ“ ნაბიჭვარს აზნაურობა ენიჭებოდა. ნაბიჭვარი არ ითვლებოდა თავისი მშობლების უძრავი ქონების მემკვიდრედ. ნაბიჭვარ ვაჟს შეეძლო ან ძმებთან დამდგარიყო „ერთის ყმის ალაგს“, ანდა სხვა ვინმეს ყმობოდა. ქალი კი მამას უნდა გაეთხოვებინა და გაემზითვებინა. ნაბიჭვრის მდგომარეობა საქართველოში შედარებით უკეთესი იყო, ვიდრე ფეოდალური დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში. მაგ., გერმანიასა და ინგლისში უკანონოდ შობილს თითქმის არავითარი უფლება არ ჰქონდა.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9