ელემენტარული ერთეული ორ ნათესავს შორის გენეალოგიური მანძილის გამოთვლისათვის. ნათესაობის ხარისხი თავის ერთობლიობაში შეადგენს გარკვეულ სისტემას, რომელიც შეესაბამება ნათესაობის სისტემას, მაგრამ არ არის მისი ანალოგიური. ნათესაობის სისტემას წარმოშობს საზოგადოების სოციალური სტრუქტურა, ხოლო ნათესაობის ხარისხი უშუალოდ ასახავს ნათესავთა გარკვეული კატეგორიების სოციალურად სანქციონირებულ უფლება-მოვალეობებს. ნათესაობის ხარისხს ითვალისწინებს კანონმდებლობა.
არსებობს ნათესაობის ხარისხის გამოთვლის სხვადასხვა სისტემა. საქართველოში გაბატონებული იყო ნათესაობის ხარისხის გამოთვლის რომაული სისტემა. მისი მიხედვით ყოველი დაბადება ხარისხად ითვლებოდა; დაბადებათა რიცხვი ორ პირს შორის საერთო წინაპრამდე ზუსტად ასახავდა ნათესაობის ხარისხს. ქორწინება იკრძალებოდა სისხლით ნათესაობის VII ხარისხშიც კი.