E. Family typologyRus. Типология семей ოჯახების ისეთი განაწილება, რომელიც დამოკიდებულია მათი სოციალურ-დემოგრაფიული შემადგენლობისა და ფუნქციების არსებულ თავისებურებებზე. დემოგრაფიაში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ოჯახის ტიპებს, რომლებიც გამოყოფილია მოსახლეობის აღწარმოების მნიშვნელობის მიხედვით: ოჯახში მეუღლეების არსებობით (ერთი ან ორივე მეუღლე), მეუღლეების ასაკი ან ქორწინების ხანგრძლივობა, ოჯახში ბავშვების არსებობა, მათი რაოდენობა და ასაკი. ოჯახთა ტიპოლოგია ითვალისწინებს აგრეთვე ოჯახების დაყოფას მარტივად და რთულად, ოჯახში წევრების რაოდენობას და სხვა. საყოველთაოდ მიღებული ოჯახთა ტიპოლოგია არ არსებობს. ამიტომ მოსახლეობის აღწერებისა და გამოკვლევების მონაცემები ოჯახების ტიპებად განაწილების შესახებ ხშირად შეუდარებელია ერთი ქვეყნისათვისაც კი.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)