ობ ოვ ონ ორ ოჯ
ოჯა

ოჯახის გაზრდის ალბათობა

E. Probability of family growth
Rus. Вероятность увеличения семьи
წარმოადგენს ქალების წილს, რომლებმაც გააჩინეს (n+1) შვილი, მათ შორის, რომლებმაც დაბადეს n შვილი. ასეთი მაჩვენებლების სერია ყველა დაბადების რიგითობისათვის სრულად ახასიათებს შობადობის დონეს კოჰორტაში (რეალურში ან ჰიპოთეზსურში).

მაჩვენებელი გამოიყენება როგორც საქორწინო კოჰორტისათვის, ისევე კოჰორტისათვის დაბადების წლის მიხედვით. უკანასკნელ შემთხვევაში ის ცნობილია შემდეგი დაბადების ალბათობის სახელით.

ოჯახის გაზრდის ალბათობის სიდიდე არ შეიძლება ერთის ტოლი იყოს უნაყოფობის არსებობის გამო, თუმცა უახლოვდება მას და აღწევს 0.96-0.97.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9