დროის მოცემული მომენტისათვის, ოჯახის შემადგენლობაში შემავალი, ნათესაობით დაკავშირებული, ერთად მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. ოჯახის სიდიდე დამოკიდებულია ოჯახის მიღებულ განსაზღვრებაზე. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, გათვალისწინებულია თუ არა ერთად მცხოვრები ნათესავების ბიუჯეტის ერთობა. ოჯახის სიდიდე განისაზღვრება ოჯახის ბირთვის (ერთია თუ რამდენიმე), ბავშვების რაოდენობით, ოჯახში სხვა ნათესავების არსებობით.
შობადობასთან მიმართებაში ტერმინი „ოჯახის სიდიდე“ ხშირად გამოიყენება ოჯახში ბავშვების რაოდენობის აღნიშვნისათვის.