ობ ოვ ონ ორ ოჯ
ოჯა

ოჯახის სიცოცხლის ციკლი

E. Family life cycle
Rus. Жизненный цикл семьи
სოციალური და დემოგრაფიული თვალსაზრისით იმ არსებით მდგომარეობათა თანმიმდევრობა, რომელშიც იმყოფება ოჯახი ჩამოყალიბების მომენტიდან იქამდე. სანამ შეწყვეტს თავის არსებობას. საყოველთაოდ აღიარებული, ერთიანი ოჯახის სიცოცხლის ციკლის სქემა არ არსებობს. ჩვეულებრივ გამოჰყოფენ შემდეგ ფაზებს:

1) ოჯახის წარმოქმნა – პირველი ქორწინება;

2) ბავშვთა შობის დაწყება – პირველი შვილის გაჩენა;

3) ბავშვთა შობის დასრულება – უკანასკნელი შვილის გაჩენა;

4) პირველი შვილის დაქორწინება (გამოყოფა ცალკე ოჯახად);

5) უკანასკნელი შვილის დაქორწინება (გამოყოფა ცალკე ოჯახად);

6) ერთ-ერთი მეუღლის სიკვდილი ან განქორწინება (ოჯახის არსებობის შეწყვეტა).

ოჯახის სიცოცხლის ციკლი ჩვეულებრივ განიხილება ნუკლეარული ოჯახისათვის, მაგრამ თუ შვილს დაქორწინების შემდეგ მოჰყავს მეუღლე ოჯახში, მაშინ ოჯახი ხდება რთული. ოჯახის სიცოცხლის ციკლი განიხილება ოჯახთა ერთობლიობისათვის ერთ-ერთი მეუღლის (ძირითადად ცოლის) ასაკის ან ქორწინების ხანგრძლივობის მიხედვით. ამასთან, გამოიანგარიშება საშუალო ასაკი, რომლის შედარება თანმიმდევრობითი ფაზებისათვის შესაძლებლობას იძლევა დადგენილ იქნას როგორც ცალკეული ფაზის, ისევე მთელი ციკლის ხანგრძლივობა. ოჯახის სიცოცხლის ციკლის ფაზების ცვალებადობას შეესაბამება ოჯახის შემადგენლობის ცვალებადობაც და აგრეთვე მათი როლის სტრუქტურისა და გარკვეულ ფარგლებში ცხოვრების წესის ცვლილებაც.

See also: ოჯახი
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9