ობ ოვ ონ ორ ოჯ
ოჯა

ოჯახის წევრი ცალკე მცხოვრები

E. Family member living apart
Rus. Отдельно живущий член семьи
ოჯახური მდგომარეობის კატეგორია, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში გამოყოფენ მოსახლეობის აღწერებისას. ოჯახის წევრი ცალკე მცხოვრებად მიჩნეულია ოჯახის ის წევრი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ოჯახისაგან განცალკევებით, მაგრამ მასთან საერთო ბიუჯეტი ან რეგულარული მატერიალური კავშირი აქვს. ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრად აგრეთვე ითელებიან ის პირები, რომლებიც მოსახლეობის აღწერის მომენტისათვის დროებით ცხოვრობდნენ ოჯახისაგან განცალკევებით. ოჯახის წევრი ცალკე მცხოვრების კატეგორიაში შეიძლება შედიოდნენ სტუდენტები, რომლებიც ცხოვრობენ სწავლის ადგილას, სარემონტო და სამშენებლო ორგანიზაციის მუშაკები და ა.შ.

დემოგრაფიულ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის ამ კატეგორიის ცალკე გამოყოფა ეწინააღმდეგება ოჯახის განმარტებას.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9