ობ ოვ ონ ორ ოჯ
ოჯა

ოჯახური მდგომარეობა

E. Family status
Rus. Семейное состояние
ადამიანის მდგომარეობა ოჯახის დემოგრაფიულ სტრუქტურაში. ქორწინებითი მდგომარეობისაგან განსხვავებით მიუთითებს იმაზე, შედის თუ არა ადამიანი ოჯახში და რა ადგილი უჭირავს ოჯახის სხვა წევრებს შორის. ასხვავებენ ოჯახური მდგომარეობის ორ მსხვილ კატეგორიას: 1) ოჯახის წევრები და 2) პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახებს. პირველი კატეგორია იყოფა ქვეკატეგორიებად, რომელსაც შეესაბამება ადამიანის ადგილი ოჯახის სტრუქტურაში – მეუღლეები, შვილები, მეუღლეთა მშობლები და სხვა ნათესავები. მეორე კატეგორიას შეადგენენ მარტოხელები, რომელთა შორის გამოჰყოფენ იმ მარტოხელებს, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი მეურნეობა და მარტოხელებს, რომლებიც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებლებში.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9