E. Ecological policyRus. Экологическая политика ღონისძიებათა სისტემა, რომელიც დაკავშირებულია ბუნებაზე საზოგადოების ზემოქმედებასთან. ვიწრო გაგებით, ეკოლოგიური პოლიტიკა ბუნების დაცვასთან და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებული საქმიანობაა. ფართო გაგებით, ეკოლოგიური პოლიტიკა გულისხმობს მთელი რიგი იმ სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტას, რომლებიც ხელს უწყობენ გარემოს ხარისხის გაუმჯობესებასა და ამაღლებას. ეკოლოგიური პოლიტიკა განუყოფელია სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკისაგან.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)