E. EndogamyRus. Эндогамия ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ქორწინება ნებადართული იყო გარკვეული საზოგადოების ჯგუფის – ტომის, კასტის, საგვარეულოს და ა.შ. ფარგლებში. პირველყოფილ საზოგადოებაში გვარი იყო ეგზოგამური, ტომი კი – ენდოგამური. პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის პერიოდში რიგ ხალხებში (მაგ. არაბები, უზბეკები და სხვ.) საგვარეულოები ან უფრო ხშირად შიდა საგვარეულო ჯგუფები – პატრონიმიები გახდა ენდოგამური, რაც გამოწვეული იყო ქონების ახლო ნათესავებში შენარჩუნების მისწრაფებით. ამასთან, ქორწინება მყარდებოდა (მამის მხრიდან, უფრო იშვიათად დედის მხრიდან) დებსა და ძმებში, ბიძაშვილ-მამიდაშვილებში და ა.შ. (ე.წ. ორთოკუზენური ქორწინება).
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)