E. Pension ageRus. Пенсионный возраст ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ ინიშნება მოხუცებულობის პენსია. საპენსიო ასაკი გამოიყენება როგორც უფროსი ასაკის მოსახლეობის შრომისუნარიანობის პირობითი კრიტერიუმი. ამ ასაკს მიღწეული პირები ითვლებიან პირობითად შრომისუუნაროებად. ბევრ ქვეყანაში საპენსიო ასაკი ჩვეულებრივად 62-65 წელია, ამასთან ზოგან მამაკაცებისა და ქალებისათვის თანატოლია.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)