თა თე თვ
თან თაო

თაობის სიგრძე

E. Generation length
Rus. Длина поколения
მშობლებისა და მათი შვილების თაობების გამყოფი დროის საშუალო ინტერვალი. ანსხვავებენ თაობის სიგრძის გამოთვლის პირდაპირ და ირიბ მეთოდებს.

პირდაპირი მეთოდი ეფუძნება რეალური თაობის სქემას და განისაზღვრება მშობლებისა და მათი შვილების საშუალო ასაკებს შორის სხვაობით. თაობის სიგრძის გამოთვლის ირიბი მეთოდი ეფუძნება ჰიპოთეზური თაობის სქემას. არსებობს თაობის სიგრძის ირიბი მეთოდით გაანგარიშების რამდენიმე ვარიანტი. ირიბი მეთოდის ერთ-ერთი პირველი ვარიანტი შემოთავაზებულ იქნა ა. ლოტკას მიერ XX ს. 20-იან წწ. მის შემთხევევაში თაობის სიგრძე (T) გამოითვლება ფორმულით:

T = ln Ro/r ,
სადაც Rₒ – მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტი; r – სტაბილური მოსახლეობის ბუნებრივი მატების კოეფიციენტი.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9