თა თე თვ
თვი

თვითგამორკვევის პრინციპი მოსახლეობის აღწერისას (გამოკვლევისას)

E. Self-determination
Rus. Самоопределения принцип
წესი, რომლის თანახმად ადამიანის კუთვნილება მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფთან განისაზღვრება მისი თვითშეგნებით, თვითონ ადამიანის მიერ. თვითგამორკვევის პრინციპი გამოიყენება ძირითადად მაშინ, როდესაც ადამიანის მიკუთვნება მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფთან არ შეიძლება (ან გართულებულია) ობიექტური მიზეზების გამო.

ხშირად თვითგამორკვევის პრინციპის გამოყენება გულისხმობს სანდოობის ამაღლებას და ასეთ დროს გარკვეული მონაცემები აღწერისას (გამოკვლევისას) აღირიცხება გამოსაკითხი პირის სიტყვებიდან გამომდინარე, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე მაშინაც კი, როდესაც არსებობს შესაძლებელი პასუხის მკაცრი ობიექტური კრიტერიუმები.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9