თა თე თვ
თვი

თვითშენახვითი (თვითშენარჩუნებითი) ქცევა

E. Self-preservative behaviour
Rus. Самосохранительное поведение
ადამიანის აქტივობა, რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდისაკენ. ის შეიძლება იყოს გაცნობიერებული და გაუცნობიერებელიც. თვითშენახვითი ქცევა ეფუძნება თავის ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ამაღლების მოთხოვნილებას, თუმცა სოციალური ქცევის დონისას შეიძლება ამ მიმართულებით ითვალისწინებდეს სხვა ადამიანების მოთხოვნილებასაც. თვითშენახვითი ქცევის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს მოკვდაობის კვლევისას და აქტუალურია მოსახლეობის აღწარმოების პროცესის ანალიზისას.თვითშენახვითი ქცევის არსის გაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს შესაბამისი დემოგრაფიული პოლიტიკის ღონისძიებათა განსაზღვრისათვის.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9