აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
ადა

ადაპტაცია

E. Adaptation
Rus. Адаптация
ორგანიზმების (ინდივიდების, პოპულაციების, სახეობების) და მათი ორგანოების აგებულებისა და ფუნქციების გარემო პირობებისადმი შეგუების პროცესი. ადაპტაცია მოიცავს ფიზიოლოგიურ, ბიოლოგიურ, ფსიქიკურ და სოციალურ დონეებს. დემოგრაფიაში არსებითი მნიშვნელობა აქვს სოციალურ ადაპტაციას – ინდივიდუალური და ჯგუფური ქცევების შესატყვისობაში მოყვანას იმ ნორმათა და ფასეულობათა სისტემასთან, რომელიც გაბატონებულია მოცემულ საზოგადოებაში ან სოციალურ ჯგუფში. ადაპტაცია დემოგრაფიაში შეისწავლება მოსახლეობის, ოჯახის, მიგრანტებისა და სხვ. მიმართ.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9