აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
ასა ასი

ასაკი საქორწინო მინიმალური

E. Minimal age at marriage
Rus. Минимальный брачный возраст
ასაკი, რომლიდანაც ქორწინება ნებადართულია კანონით ან ადათ-წესებით. უმრავლეს ქვეყანაში საქორწინო მინიმალური ასაკი დადგენილია კანონმდებლობით სქესობრივი მოწიფულობის ასაკის, ქორწინებაში შემსვლელთა ფსიქოლოგიური და სოციალური სიმწიფის, აგრეთვე მოცემული ქვეყნის ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით.

განისაზღვრებოდა გაბატონებული რელიგიის ნორმებით და იყო ძალიან დაბალი. კათოლიკური ეკლესიის კანონით ის შეადგენდა 12 წელს ქალებისათვის და 14 წელს მამაკაცებისათვის, ხოლო პროტესტანტულის - 14 წელს ორივე სქესისათვის. შარიათის კანონებით კი საქორწინო მინიმალური ასაკი განისაზღვრებოდა ქალებისათვის 9 წლის ასაკით, მამაკაცებისათვის 15 წლის ასაკით.

გაერო-ს გენერალური ანსამბლეის 1965 წლის 3 ნოემბრის რეზოლუციით გაერო-ში შემავალ ქვეყნებს ეძლევათ რეკომენდაცია კანონმდებლობით განსაზღვრონ საქორწინო მინიმალური ასაკი არანაკლები 15 წლისა.

საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი საქორწინო მინიმალური ასაკი შეადგენს ქალებისათვის 16 წელს და მამაკაცებისათვის 17 წელს.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9