არსებობს დემოგრაფიული ინდექსების სხვადასხვა სახეობა. ერთ ჯგუფს მიეკუთვნებიან მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ მოცემული მოსახლეობის დემოგრაფიული პროცესის ინტენსივობას ეტალონად (სტანდარტად) მიჩნეულ სხვა მოსახლეობასთან შედარებით (
კოულის ინდექსები,
ბორისოვის ინდექსი,
ქორწინების ინდექსები).
დემოგრაფიული ინდექსების მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ რომელიმე დემოგრაფიული პროცესის ინტენსივობას ურთიერთსაწინააღმდეგო დემოგრაფიულ შემთხვევათა სიმჭიდროვეთა თანაფარდობით – განქორწინებათა – ქორწინებასთან, დაბადებათა – გარდაცვლილებთან (განქორწინების ინდექსი, ცხოველმყოფელობის ინდექსი).
დემოგრაფიული ინდექსების მესამე ჯგუფში შედიან ე.წ. დატვირთვის მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ დემოგრაფიული პროცესის ინტენსივობას ერთი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის რაოდენობის თანაფარდობით – გარკვეული ასაკის ბავშვების რაოდენობის შეფარდება ქალების რაოდენობასთან (შვილიანობის ინდექსი).