იზ იმ ინ იძ
ინდ ინვ ინტ ინფ ინც

ინდექსები ქორწინებისა

E. Marriage indices
Rus. Индексы брачности
დემოგრაფიული მაჩვენებლები, რომლებიც გამოიყენება ქალებისა და მამაკაცების ჯგუფებისათვის საქორწინო პარტნიორების უპირატესი არჩევანის ხარისხის გასაზომად რომელიმე ნიშნის (ასაკი, ეროვნება, განათლება და სხვ.) მიხედვით. ინდექსები ქორწინებისა გამოთვლას საფუძვლად უდევს ფაქტობრივად არსებული დაქორწინებული წყვილების მახასიათებლების სიხშირეებისა და საქორწილო წყვილების შემთხვევითი არჩევანისას თეორიულად შესაძლებელი სიხშირეების შეპირისპირება.

არსებობს ინდექსები ქორწინებისა რამდენიმე სისტემა. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს მ. პტუხას მიერ შემუშავებული ინდექსები. ქორწინებისას, მამაკაცისა და ქალის მიერ უპირატესობის მიცემის შემთხვევაში ჰომოგამიის (მიზიდულობის) ხარისხი გამოითვლება ცალ-ცალკე მამაკაცისა და ქალისათვის ფორმულებით.

ჰომოგამიის ინდექსი შეიძლება იცვლებოდეს +1-დან 0-მდე, ე.ი. პარტნიორის გარკვეული მახასიათებლის მიმართ უპირატესობის მიცემის მაქსიმალური ხარისხიდან სრულ გულგრილობამდე.

თუ საქორწინო წყვილების არჩევისას შეიმჩნევა უარყოფითი დამოკიდებულება გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლების ქორწინებისადმი, მაშინ გამოითვლება ჰეტეროგამიის (განზიდულობის) ინდექსი, ერთიანი ორივე სქესისათვის (a) ფორმულით:

a = AT – CL /CL = AT/CL – 1

ჰეტეროგამიის ინდექსი შეიძლება იცვლებოდეს 0-დან -1-მდე, ე.ი. სრული გულგრილობიდან მაქსიმალურ განზიდულობამდე.

ვინაიდან მოყვანილ მეთოდს აქვს გარკვეული ნაკლი, ქართველი სპეციალისტების (ზ. გოქაძე, ქ. მანჯგალაძე, მ. ტალახაძე) მიერ შემოთავაზებულ იქნა მისი სრულყოფილი სახე.

პირველ ეტაპზე χ² კრიტერიუმის გამოყენებით დადგენილ უნდა იქნას სხვაობა ფაქტობრივ და მოსალოდნელ სიხშირეებს შორის, მნიშვნელოვანია თუ უმნიშვნელო და გვაძლევს თუ არა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ქორწინებაში შესვლისას გარკვეულმა ნიშანმა იმოქმედა პარტნიორის არჩევანზე (ანუ გვაქეს ჰიპოთეზა H⁰ – გარკვეული ნიშნის ნეიტრალურ ზემოქმედებაზე ქორწინებაში შესვლისას). მეორე ეტაპზე განიხილება პტუხას მეთოდით გაანგარიშებული ცხრილი იმ შემთხვევის გათვალისწინებით, სადაც გამართლდა H⁰ ჰიპოთეზა

უნდა აღინიშნოს, რომ χ² გამოანგარიშების დროს მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას მნიშვნელობათა დონე α = 0.05, რაც საშუალებას იძლევა ალბათობის მაღალი დონით – 0.95 გამოვლენილ იქნას ქორწინებისას მოცემული ნიშნის როლი პარტნიორის არჩევაში. ამასთან ერთად, მთელი ცხრილისათვის გამოიყენება χ² სათანადო თავისუფლების ხარისხით, ხოლო ცალკეული ჯგუფისათვის – ოთხუჯრედა χ² თავისუფლების ხარისხით υ = 1.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9