აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
ასა ასი

ასაკი საშუალო

E. Mean age
Rus. Средний возраст
მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ან ასაკის მიხედვით რომელიმე დემოგრაფიული შემთხვევის მიახლოებითი, განმაზოგადებელი მახასიათებელი. ასაკი საშუალო წარმოადგენს მთელი ერთობლიობის აბსტრაქტულ ტიპურ მახასიათებელს. გარკვეული თვალსაზრისით ის ანიველირებს შემთხვევით და არაშემთხვევით ცვალებადობას და რეალური ერთობლიობის ერთეულთა ერთი სიდიდით ზოგადი დახასიათების საშუალებას იძლევა. ასაკი საშუალო გამოითვლება როგორც ყველა ადამიანის ასაკთა მნიშვნელობის საშუალო არითმეტიკული მოცემული მოსახლეობისათვის, თაობებისათვის, აგრეთვე ადამიანებისათვის, რომელთა სიცოცხლეში ადგილი ჰქონდა რომელიმე დემოგრაფიულ შემთხვევას.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9