E. Index of viabilityRus. Индекс жизненности წარმოადგენს გარკვეული დროის განმავლობაში (ჩვეულებრივად, წელიწადის მანძილზე) დაბადებულთა რაოდენობის შეფარდებას გარდაცვლილთა რაოდენობასთან. ინდექსი ცხოველმყოფელობისა არის მოსახლეობის აღწარმოების პირობითი მაჩვენებელი. მისი პრაქტიკული გამოყენება მარტივია, რადგან არ საჭიროებს მოსახლეობის რაოდენობისა და სხვა მონაცემების ცოდნას. „დადებითი“ ბუნებრივი მატებისას ინდექსი ცხოველმყოფელობისა მნიშვნელობა ერთზე მეტია, ხოლო „უარყოფითი“ ბუნებრივი მატებისას – ერთზე ნაკლები. იგი გავრცელდა XIX ს. ბოლოს, თუმცა შემდგომში მოსახლეობის აღწარმოების უფრო სრულყოფილი მაჩვენებლების გამოჩენასთან ერთად თანდათან „განიდევნა“ და სადღეისოდ ნაკლებად გამოიყენება.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)