ავადმყოფობის ან ტრავმის შედეგად პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვა დროებით ან მუდმივად; ნაწილობრივ ან მთლიანად. ინვალიდობა აერთიანებს ორ ცნებას: ბიოლოგიურს – ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის ფუნქციის დარღვევას და სოციალურს – პროფესიული შრომის შეწყვეტას ან ნაკლებად კვალიფიციურ სამუშაოზე გადასვლას, რის გამოც ავადმყოფს სჭირდება სოციალური დახმარება ან სხვა სახის შეღავათები.
განასხვავებენ პირველად და საერთო ინვალიდობას. პირეელად ინვალიდად ითვლება წლის განმავლობაში პირველად აღიარებულ ინვალიდთა რაოდენობა, ხოლო საერთო ინვალიდად კი ინვალიდთა მთლიანი რაოდენობა.