E. Intergenetic intervalRus. Интергенетический интервал თაობაში თანმიმდევრულ დაბადებათა შორის (პირველ და მეორე ბავშვს შორის, მეორე და მესამე ბავშვს შორის და ა.შ.) საშუალო ინტერვალი. ინტერგენეტიკური ინტერვალი დამოკიდებულია ფიზიოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე. ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირების გავრცელებასთან ერთად სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ ფაქტორებს. მრავალშვილიან ოჯახებშიინტერგენეტიკური ინტერვალი, როგორც წესი, ნაკლებია, ვიდრე საშუალოშვილიან ოჯახებში, ხოლო საშუალოშვილიან ოჯახებში უფრო ნაკლებია მცირეშვილიანთან შედარებით. ინტერგენეტიკური ინტერვალის გაზრდას მოჰყვება შობადობის დონის შემცირება. მონაცემები ინტერგენეტიკური ინტერვალის შესახებ უფრო ხშირად მიიღება სოციოლოგიურ-დემოგრაფიული გამოკვლევების შედეგად.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)