ქალებისათვის მთელი ფერტილური პერიოდის ან მის გარკვეულ მანძილზე დაბადებათა უქონლობა.
ინფერტილურობა შეიძლება გამოწვეულ იქნას: 1) მეუღლეთა უნაყოფობით;
2) დაუქორწინებლობით;
3) ბავშვების გაჩენაზე განზრახ უარის თქმით.
ჩვეულებრივ ინფერტილურობის დონე იზომება ქალების იმ წილით, რომლებსაც ფერტილური პერიოდის ბოლოსათვის არ ჰქონიათ ბავშვის გაჩენის შემთხვევები. სხვადასხვა სოციალურ-დემოგრაფიულ ჯგუფში და ქვეყნებში ინფერტილურობა მერყეობს 4-15%-ის ფარგლებში. ინფერტილურობა უნდა განვასხვაოთ უნაყოფობისაგან, რომელიც გამოწვეულია მხოლოდ ფიზიოლოგიური მიზეზებით და უშვილობისაგან, რომელიც შეიძლება გამოწვეულ იქნას მკვდრად დაბადებითა და შვილის გარდაცვალებით.