იზ იმ ინ იძ
ინდ ინვ ინტ ინფ ინც

ინცესტი

E. Incest
Rus. Инцест
საქორწინო-სქესობრივი ურთიერთობები უახლოეს ნათესავებს შორის (მამა – ქალიშვილი, დედა – ვაჟიშვილი, და – ძმა). ინცესტი დამახასიათებელი იყო შორეული წარსულისათვის და აკრძალულ იქნა ეგზოგამიის წესებით, თუმცა მისი დაშვებული შემთხვევები ადრეკლასობრივ ფორმაციებშიც გვხვდება. მაგ., ეგვიპტელი ფარაონები უპირატესობას ანიჭებდნენ ქორწინებას თავის დასთან. განვითარებულ კლასობრივ საზოგადოებაში ინცესტი ამორალურად მიიჩნევა და უმრავლეს ქვეყნებში კანონით იკრძალება. ამასთან, ინცესტი უაღრესად არაკეთილსასურველია გენეტიკური თვალსაზრისით.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9