კა კე კლ კმ კო კრ
კოდ კოე კოლ კომ კონ კორ კოჰ

კოეფიციენტი ბოუგისა მოდიფიცირებული

E. Modified Bogue ratio
Rus. Коэффициент Боуга модифицированный
წარმოადგენს ბოუგის კოეფიციენტის შემდგომ განვითარებას. ბოუგის მოდიფიცირებული კოეფიციენტის შინაარსი იგივეა, რაც ბოუგის კოეფიციენტის შემთხვევაში. განსხვავება ის არის, რომ ბოუგის მოდიფიცირებული კოეფიციენტის შემთხვევაში შეცვლილია ბოუგის კოეფიციენტის გასაანგარიშებელ ფორმულაში მოყვანილი მნიშვნელობების სიდიდეები. ბოუგის მოდიფიცირებული კოეფიციენტის შემთხვევაში, დემოგრაფიული გადასვლის დაწყებამდე, შობადობის სპეციალური კოეფიციენტი 250-ის ტოლად არის მიჩნეული (235-ის ნაცვლად), ხოლო შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი – 8,6-ის ტოლად (ჰუტერიტების შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის საშუალო სამი პერიოდისათვის: 1926-1930, 1936-1940, 1946-1950 წწ.), ნაცვლად 7,5. მოსახლეობის მარტივი აღწარმოების ზღვრულ სიდიდედ, დემოგრაფიული გადასვლის დასრულებისათვის, ბოუგის მოდიფიცირებული კოეფიციენტის შემთხვევაში მიჩნეულია შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის სიდიდე 2,1 (2,2 ნაცვლად).

ბოუგის მოდიფიცირებული კოეფიციენტი შემოთავაზებულ იქნა 1998 წელს გ. მელაძისა და გ. წულაძის მიერ.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9