აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
ასა ასი

ასაკი ქორწინებისა იდეალური

E. Ideal marriage age
Rus. Идеальный брачный возраст
ახასიათებს ადამიანის წარმოდგენას, მის ორიენტაციას ქორწინების ასაკის მიმართ. წარმოდგენა ქორწინების იდეალური ასაკის შესახებ ყალიბდება ეკონომიკური და სოციალური პირობების, მორალის, რელიგიის და სხვ. ზეგავლენით. მონაცემები ქორწინების იდეალური ასაკის შესახებ მიიღება სოციოლოგიურ-დემოგრაფიული გამოკვლევების შედეგად.

მონაცემები ქორწინების იდეალური ასაკის მაჩვენებლის შესახებ და მისი გადახრა ფაქტობრივი ქორწინების ასაკისაგან გვიჩვენებენ, რომ დაბალი ქორწინების ასაკის მქონე ქვეყნებში ქორწინების იდეალური ასაკი შესამჩნევად აღემატება ფაქტობრივს, ხოლო შედარებით გვიანდელი ქორწინების ასაკის ქვეყნებში – ნაკლებია ფაქტობრივზე. საქართველოში როგორც ქალებისათვის, ისევე მამაკაცებისათვის ქორწინების იდეალური ასაკი და ქორწინების ფაქტობრივი ასაკი საშუალოდ უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9