აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
ასა ასი

ასაკის მიხედვით გარდაცვლილთა განაწილება

E. Age-specific death rate
Rus. Распределение умерших по возрасту
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაში გარდაცვლილთა წილი მოცემული ყოველი ასაკობრივი ინტერვალისათვის. ასხვავებენ ასაკის მიხედვით გარდაცვლილთა განაწილებას მოკვდაობის ცხრილების მიხედვით (ე.წ. ცხრილური) და რეალურ მოსახლეობაში (ე.წ. ფაქტობრივი).

ცხრილური ასაკის მიხედვით გარდაცვლილთა განაწილება მოცემულია გარდაცვლილთა ასაკობრივი რიცხვების მწკრივით. ცხრილური ასაკის მიხედვით გარდაცვლილთა განაწილება ემთხვევა დაბადებულთა განაწილებას სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, რომელიც დამოკიდებულია მოკვდაობის დონეზე ყოველ ასაკობრივ ინტერვალში.

ფაქტობრივი ასაკის მიხედვით გარდაცვლილთა განაწილება არსებითად არის დამოკიდებული მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურაზე. მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შობადობისა და მოკვდაობის დონეთა ცვალებადობა. ამიტომ ფაქტობრივი ასაკის მიხედვით გარდაცვლილთა განაწილება გამოიყენება სხვადასხვა ასაკის მოკვდაობის დონის თანაფარდობის შეფასებისათვის და, როგორც წესი, არ იძლევა სარწმუნო შედეგებს.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9