კა კე კლ კმ კო კრ
კოდ კოე კოლ კომ კონ კორ კოჰ

კოეფიციენტი მოსახლეობის აღწარმოებისა ბრუტო

E. Gross reproduction rate
Rus. Брутто-коэффициент воспроизводства населения
თაობათა შენაცვლების მაჩვენებელი, რომელიც არ ითვალისწინებს მოკვდაობას. წარმოადგენს მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ერთ-ერთ მახასიათებელს და შობადობის კრებსით დახასიათებას. კოეფიციენტი მოსახლეობის აღწარმოებისა ბრუტო შეიძლება გაანგარიშებულ იქნას ცალ-ცალკე ორივე სქესის მოსახლეობისათვის, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში გამოითვლება ქალებისათვის. იმის გამო, რომ ის არ ითვალისწინებს ქალიშვილების მოკვდაობას მათ მიერ დედის ასაკის მიღწევამდე, კოეფიციენტი მოსახლეობის აღწარმოებისა ბრუტო არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც ქალიშვილების თაობის მიერ დედათა თაობის შენაცვლების რეალური მაჩვენებელი. კოეფიციენტი მოსახლეობის აღწარმოებისა ბრუტო უჩვენებს ერთი ქალის მიერ თავისი ცხოვრების მანძილზე დაბადებული გოგონების საშუალო რაოდენობას (თუ ქალი იცოცხლებდა ფერტილური პერიოდის ბოლომდე და მისი სიცოცხლის მანძილზე ყოველ ასაკში შენარჩუნებულ იქნებოდა შობადობის თანამედროვე დონე)
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9