E. Reproduction rate of the years livedRus. Коэффициент воспроизводства прожитых лет წარმოადგენს მოსახლეობის აღწარმოების ერთ-ერთ მაჩვენებელს. შემოთავაზებულ იქნა 1965 წელს ფრანგი დემოგრაფის ლ. ანრის მიერ. მისი მნიშვნელობა იქიდან გამომდინარეობს, რომ მოსახლეობის აღწარმოების ნეტო – კოეფიციენტი ასახავს მოსახლეობის მხოლოდ საწყისი რაოდენობის აღდგენას და არ ითვალისწინებს იმას, რომ მოკვდაობის შემთხვევაში იზრდება იმ დროის ჯამი, რომელსაც იცხოვრებს თითოეული შემდგომი თაობა. კოეფიციენტი ნაცხოვრები წლების აღწარმოებისა მაჩვენებელში დედათა თაობის აღწარმოების ნეტო-კოეფიციენტი შესწორებულია მათ ქალიშვილთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ინდექსის საშუალებით.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)