კა კე კლ კმ კო კრ
კოდ კოე კოლ კომ კონ კორ კოჰ

კოეფიციენტი ოჯახიანობისა

E. Family rate
Rus. Коэффициент семейности
ოჯახთა რაოდენობა, მარტოხელათა ჩაუთვლელად, რომელიც მოდის მუდმივი მოსახლეობის 1000 სულზე. წარმოადგენს ოჯახის საშუალო ზომის შებრუნებულ მაჩვენებელს. კოეფიციენტი ოჯახიანობისა ახასიათებს რომელიმე ქვეყნის ან ტერიტორიის მოსახლეობის ოჯახებში ადამიანთა „დაჯგუფების“ ხარისხს. კოეფიციენტი ოჯახიანობისა დამოკიდებულია მოსახლეობაში ოჯახის წევრთა რაოდენობასა და მარტოხელათა რაოდენობას შორის თანაფარდობაზე და აგრეთვე თვით ოჯახის ზომაზე. კოეფიციენტი ოჯახიანობისა სიდიდის ზრდა ასახავს ოჯახის საშუალო ზომის შემცირებას.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9