აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
ასა ასი

ასაკობრივი აკუმულაცია

E. Age accumulation
Rus. Аккумуляция возрастная
ცალკეულ ასაკში მოსახლეობის რაოდენობის თავმოყრა, უფრო ხშირად „0“-ზე ან „5“ ზე დაბოლოებულ ასაკებში. აქ ასაკობრივი აკუმულაცია არსებითად მეტია, ვიდრე მეზობელ ასაკებში. ასაკობრივი აკუმულაცია წარმოიქმნება ასაკის დამრგვალების ან ასაკის დამახინჯების შედეგად. ასაკობრივი აკუმულაციის დონის გასაზომად გამოიყენება ასაკობრივი აკუმულაციის სხვადასხვა მაჩვენებელი. მათ შორის საკმაო გავრცელება ჰპოვა კოეფიციენტმა. ასაკობრივი აკუმულაციის ყველა მაჩვენებელი რეაგირებს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ნებისმიერ დეფორმაციაზე, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას არა მარტო ასაკის დამახინჯების შედეგად, არამედ სხვა ისეთი მიზეზებითაც, როგორიცაა დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის ცვალებადობა, მიგრაცია, ომის გავლენა და სხვა.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9