კა კე კლ კმ კო კრ
კოდ კოე კოლ კომ კონ კორ კოჰ

კოეფიციენტი ქორწინებისა ჯამობრივი

E. Total marriage rate
Rus. Суммарный коэффициент брачности
წარმოადგენს ქორწინებათა პირობით საშუალო რაოდენობას, რომელიც მოცემულ თაობაში მიიღება მათი ცხოვრების მანძილზე, მოკვდაობისა და თაობის ცვალებადობის გამომწვევი სხვა მიზეზების არარსებობის შემთხვევაში. მიიღება როგორც ქორწინების ასაკობრივი კოეფიციენტების ჯამი, ერთ ადამიანზე გაანგარიშებით. ქორწინების ასაკობრივი კოეფიციენტები განისაზღვრება 16-69 წლის ასაკებისათვის. 70 წლისა და უფროს ასაკში ქორწინებები შეჰყავთ 69 წლის ასაკის ქორწინებათა რაოდენობაში. კოეფიციენტი ქორწინებისა ჯამობრივი შეიძლება განისაზღვროს როგორც ყველა, ისე პირველი და ხელახალი ქორწინებისათვის. რეალური თაობის კოეფიციენტი ქორწინებისა ჯამობრივი წარმოადგენს მოცემული თაობის ქორწინებათა სიხშირის განმაზოგადებელ მახასიათებელს.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9