კა კე კლ კმ კო კრ
კოდ კოე კოლ კომ კონ კორ კოჰ

კოეფიციენტი შობადობისა ჯამობრივი

E. Total fertility rate
Rus. Суммарный коэффициент рождаемости (Коэффициент суммарной рождаемости)
წარმოადგენს ერთი ქალის მიერ მთელი ცხოვრების მანძილზე (პირობითად 15-49 წლის ასაკში) დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობას. ეს მაჩვენებელი გამოიანგარიშება შობადობის ერთწლიანი ასაკობრივი კოეფიციენტების ჯამის გაყოფით 1000-ზე (ე.ი. ერთ ქალზე გაანგარიშებით). იმ შემთხვევაში, როდესაც ხუთწლიანი ასაკობრივი ინტერვალებია მოცემული (მაგ., 20-24, 25-29 და ა.შ) ასაკობრივი კოეფიციენტის ჯამი საჭიროა გავამრავლოთ ხუთზე და შემდეგ გავყოთ 1000-ზე (ერთ ქალზე გაანგარიშებისათვის). კოეფიციენტი შობადობისა ჯამობრივი წარმოადგენს შობადობის დონის განმსაზღვრელ საკმაოდ ზუსტ მაჩვენებელს.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9