კა კე კლ კმ კო კრ
კოდ კოე კოლ კომ კონ კორ კოჰ

კონტრაცეპცია

E. Contraception
Rus. Контрацепция
ორსულობის თავიდან აცილება. წარმოებს სხვადასხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით.

კონტრაცეპციას მეთოდები შეიძლება იყოს:
1) ტრადიციული – შეწყვეტილი სქესობრივ აქტი (coitus interruptus) და კალენდარული მეთოდი
2) თანამედროვე – ჰორმონალური აბები, საშვილოსნოსშიგა საშუალება (სპირალი), კონდომი, საინექციო საშუალება, იმპლანტი, სპერმიციდი, ქალისა და მამაკაცის სტერილიზაცია, დიაფრაგმა.

კონტრაცეპცია მოსახლეობისათვის უძველესი დროიდან იყო ცნობილი. რეკომენდაციები კონტრაცეპციის შესახებ გვხვდება „კამა სუტრასა“ და „კოკა შასტრაში“, აგრეთვე ჰიპოკრატეს, არისტოტელეს, ალი-იბნ-აბასის, იბნ სინასა და სხვათა ნაშრომებში. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ კონტრაცეპცია მასობრივად გავრცელდა ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირების პერიოდში, ხოლო იქამდე ძირითადად გამოიყენებოდა ქორწინების გარეშე (ან უკანონო) ბავშვის თავიდან აცილების მიზნით და იშვიათი გამონაკლისის გარდა (მაგ., რომაელ დიდებულთა შორის ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში) ვერ ჰპოვა ფართო გავრცელება.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9