E. CorrelationRus. Корреляция მათემატიკურ სტატისტიკაში წარმოადგენს ალბათურ ან სტატისტიკურ დამოკიდებულებას. სტატისტიკური მონაცემებით კორელაციის კვლევისას გულისხმობენ, რომ მონაცემები შემთხვევით სიდიდეებზე განმეორებით დაკვირვებათა შედეგებია და სწავლობენ ამ შემთხვევით სიდიდეთა შორის დამოკიდებულებას, გამოხატულს მათი განაწილების ან სხვა მახასიათებლების ტერმინებში.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)