| | |
ტერმინი „კოჰორტა“ 1947 წელს შემოიღო ამერიკელმა დემოგრაფმა პასკალ უელპტონმა. პირველად კოჰორტა გამოიყენებოდა სიგრძივი ანალიზისას, თუმცა შემდგომში მიიღო უნივერსალური ხასიათი. თანამედროვე დემოგრაფიაში განასხვავებენ რეალურ კოჰორტას (სიგრძივი ანალიზის ობიექტი) და ჰიპოთეზურ კოჰორტას (განივი ანალიზის ობიექტი.
რეალურ კოჰორტაში ყველა შემთხვევა, რომელთა მოხდენა აერთიანებს ადამიანებს კოჰორტაში, წარმოებს კალენდარული დროის გარკვეულ ინტერვალში, ხოლო შემდგომი შესაძლებელი შემთხვევები, რომელთა სიხშირე იზომება, გაგრძელებულია მომავალ დროში კოჰორტის ფორმირების კალენდარული პერიოდის მიმართ.
ჰიპოთეზურ კოჰორტაში ყველა შემთხვევა, რომელთა სიხშირე იზომება, წარმოებს კალენდარული დროის გარკვეულ ინტერვალში, რომელიც ითვლება ჰიპოთეზური კოჰორტის ფორმირების პერიოდად, ხოლო წინამავალი შემთხვევები გაგრძელებულია წარსულ დროში ამ პერიოდის მიმართ.
დემოგრაფიული პროცესის ანალიზი კოჰორტაში ეფუძნება ამა თუ იმ დემოგრაფიული შემთხვევის დადგომის სიხშირის გაზომვას დროის ინტერვალთან დამოკიდებულებაში, რომელიც გავიდა წინა შემთხვევის დადგომის მომენტიდან.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |