კა კე კლ კმ კო კრ
კრი

კრიმინოლოგია

E. Criminology
Rus. Криминология
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დანაშაულობას როგორც სოციალურ მოვლენას, მის მიზეზებს, დამნაშავის პიროვნებას, აგრეთვე დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის ღონისძიებებს.

კრიმინოლოგიის დემოგრაფიული ასპექტები ჩართულია დამნაშავეობის მიზეზობრივი განპირობებულობის კომპლექსურ დახასიათებაში. კრიმინოლოგები აღნიშნავენ, რომ დემოგრაფიული პროცესების გავლენა დამნაშავეობაზე თვალნათლივ შეინიშნება ტერიტორიის, მიგრაციის, ასაკის და სხვ. მიხედვით. დემოგრაფიული პროცესები დამნაშავეობაზე მოქმედებენ არა პირდაპირ, არამედ სხვა ფაქტორების მეშვეობით.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9