აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
ასა ასი

ასაკობრივი კლასიფიკაცია

E. Age classification
Rus. Классификация возраста
ადამიანთა ასაკის განაწილება მეტნაკლებად მსხვილ ჯგუფებად, რომელიც აერთიანებს მათ რომელიმე სოციალური ან დემოგრაფიული ფუნქციის მსგავსების საფუძველზე. გამოიყენება მთელი მოსახლეობის ან ადამიანთა გარკვეული ერთობლიობის შესწავლისას. ასაკობრივ კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს წარმოდგენა ასაკობრივი პერიოდიზაციის შესახებ. ასაკობრივი კლასიფიკაცია შესაძლებლობას იძლევა გამოყოფილ იქნას ესა თუ ის ასაკობრივი კონტინგენტი. ასაკობრივი კლასიფიკაციის კრიტერიუმის შერჩევა დამოკიდებულია გამოკვლევათა მიზნებზე. დემოგრაფიაში უპირატესობას ანიჭებენ ასაკობრივი კლასიფიკაციის ერთი ან 5 წლიანი ჯგუფებით. ქორწინებისა და შობადობის შესწავლისას გამოყოფენ საქორწინო და ფერტილურ ასაკს. ეკონომიკური თვალსაზრისით გამოყოფენ 3 ასაკობრივ ჯგუფს – სამუშაომდელს, სამუშაოს, სამუშაოს შემდგომს. საერთაშორისო პრაქტიკაში ეს უკანასკნელი შემდეგი სახით არის წარმოდგენილი – 0-14, 15-64, 65 და მეტი.

თანამედროვე საერთაშორისო შედარებისას გამოიყენება შემდეგი ასაკობრივი კლასიფიკაცია:

1) ჩვილობა – 1 წლამდე,
2) სკოლამდელი ასაკი – 1-4 წელი,
3) სკოლის ასაკი – 5-14,
4) ახალგაზრდობა – 15-24,
5) მაქსიმალური აქტივობის წლები – 25-44,
6) საშუალო ასაკი – 45-64,
7) მოხუცებულობის ადრეული პერიოდი – 65-74,
8) მოხუცებულობა – 75 წელი და მეტი.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9