პა პე პო პრ პუ
პრო

პროგნოზი ანალიტიკური

E. Analytical projection
Rus. Прогноз аналитический
დემოგრაფიაში პროგნოზის სახე, რომლის მიზანია მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტენდენციების შესწავლა მოსახლეობის მომავალი რაოდენობისა და შემადგენლობის შეფასების თვალსაზრისით. პროგნოზი ანალიტიკური კეთდება მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის უცვლელობიდან გამომდინარე, მოცემული დროისათვის შობადობისა და მოკვდაობის არსებული ტენდენციების შენარჩუნების ან მათი უმნიშვნელო ცვალებადობის გათვალისწინებით. პროგნოზის სხვადასხვა ვარიანტის შედარება შესაძლებლობას იძლევა შეფასებულ იქნას მოსახლეობის აღწარმოების თითოეული კომპონენტის გავლენის ხარისხი.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9