მა მე მზ მი მკ მო
მეგ მეთ მენ მეო მეტ მეუ

მეთოდი ბუნიაკოვსკისა

E. Bunyakovski method
Rus. Буняковского метод
მოკვდაობის ცხრილების აგების ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ეფუძნება ასაკისა და დაბადების წლების მიხედვით დაჯგუფებულ გარკვეულ პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობასა და აგრეთვე დაბადების წლების მიხედვით დაბადებულთა რაოდენობის შესახებ მონაცემებს. ბუნიაკოვსკის მეთოდი წარმოადგენს მოკვდავთა სიების მეთოდის შემდგომ მოდიფიკაციას და უცვლელი ამოწყდომის რიგითობის მქონე ჩაკეტილი მოსახლეობის მოკვდაობის დონის გაზომვის საშუალებას იძლევა.

აღნიშნული მეთოდი 1864 წელს შემოთავაზებულ იქნა რუსი მათემატიკოსისა და დემოგრაფის ვიქტორ ბუნიაკოვსკის მიერ. ბუნიაკოვსკის მეთოდი გამოყენებულ იქნა მხოლოდ მოკვდაობის რამდენიმე ცხრილის გაანგარიშებისას, მოსახლეობის აღწერის მონაცემთა არარსებობის შემთხვევაში.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9