მა მე მზ მი მკ მო
მეგ მეთ მენ მეო მეტ მეუ

მეთოდი ასაკგადაწევისა (ასაკგადანაცვლებისა)

E. Method of age adjustment
Rus. Метод передвижки возрастов
მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურის პერსპექტივაში გაანგარიშების წესი. ეფუძნება შემდეგ მსჯელობას: თუ მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, მოცემული ასაკობრივ-სქესობრივი ჯგუფი შეადგენს ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას (Sₓ,ᵢ), მაშინ ერთი წლის შემდეგ ამ ადამიანებმა უნდა გადაინაცვლონ შემდეგ ასაკობრივ ჯგუფში. მოკვდაობის არარსებობის შემთხვევაში მომდევნო ასაკობრივ- სქესობრივი ჯგუფის რაოდენობა, საანგარიშო წელს, წინა ჯგუფის ტოლი იქნებოდა (ე.ი. Sₓ,ᵢ -ის ტოლი იქნებოდა). მაგრამ მოკვდაობის გამო, შემდგომ ასაკამდე მიაღწევს ადამიანთა მხოლოდ გარკვეული რაოდენობა, რომელთა რიცხვი აიღება მოკვდაობის ცხრილიდან იქიდან მიღებული ცოცხლადობის კოეფიციენტის ( Pₓ) სახით. თუ გავამრავლებთ ასაკობრივ-სქესობრივი ჯგუფის მოსახლეობის რაოდენობას ( Sₓ,ᵢ ) შესაბამის ცოცხლადობის კოეფიციენტზე ( Pₓ,ᵢ), მაშინ მიღებული სიდიდე გამოხატავს მოსახლეობის რაოდენობას მომდევნო ასაკში (Sₓ₊₁,ᵢ) ერთი წლის შემდეგ. მსგავსი სახის გამოთვლები შეიძლება ვაწარმოოთ ხუთწლიანი ასაკობრივი ინტერვალების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში როგორც Pₓ,ᵢ, ასევე Sₓ,ᵢ აღებულ უნდა იქნას ერთნაირი ხუთწლიანი ასაკობრივი ინტერვალების მიხედვით.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9