E. Age contingentRus. Возрастной контингент მსგავსი დემოგრაფიული ან სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მქონე ერთი ან რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფის ადამიანთა ერთობლიობა. ასაკობრივი კონტინგენტის საზღვრები განპირობებულია ადამიანთა ფიზიოლოგიური თავისებურებებით და დამოკიდებულია სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და მათ ამსახველ კანონმდებლობაზე.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)